(ვიდეო +18) ამ ვიდეოზე ჩანს როგორ ჩააგდეს მამაკაცი ლიანდაგებში, რის შემდეგაც მატარებელმა გადაუარა – უმძიმესი კადრები
საღამოს მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტში“ უცნობმა მამაკაცმა ახალგაზრდა მამაკაცს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო, რის შემდეგა მატარებელმა გადაუარა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მგზავრი 40 წლამდე ასაკის მამაკაცია. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, უცნობმა პირი, რომელმაც მგზავრს ხელი ჰკრა, შემდეგ იცინოდა. მან ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა მეტროს თანამშრომელმა ქალმა და ერთ-ერთმა მგზავრმა ამის საშუალება არ მისცეს.
თვითმხილველები გვიყვებიან, რომ უმძიმეს მდგომარეობაშია ასევე მეტროს მემანქანე, რომელმაც მომხდარი განსაკუთრებით მძიმედ აღიქვა. ამბობენ, რომ ის დამუხრუჭებას ვერ შეძლბდა, რადგან მამაკაცს ხელი იმ დროს ჰკრეს, როცა მატარებელი უკვე სადგურში იყო შემოსული.
“ძალიან მძიმე ამბავი მოხდა, მემანქანე ფიზიკურად ვერაფერს იზამდა, ეტყობა, რომ დაინახა მატარებელი მოდიოდა, მაშინ კრა ხელი და ჩააგდო მამაკაცი, რომელიც ამბობენ, რომ იქნება 40 წლამდე. დამნაშავე იქვე დაუკავებიათ, არ ვიცი, იცნობდა თუ არა გარდაცვლილს დამნაშავე.
ძალიან განვიცდით ამ ფაქტს. როგორც მითხრეს, მემანქანე საშინლად განიცდის. ფიზიკურად დამუხრუჭებას ვერ შეძლებდაო ამბობენ, ამ მემანქანეს ეს სტრესი უნდოდა ახლა, მასაც თავს გადახდა ტრაგედია. შვილი ჰყავს გარდაცვლილი – მოტოციკლით გადაადგილდებოდა და ავარიით დაეღუპა. ამხელა ტრაგედია გადახდა თავს და ახლა ამ საშინელი ფაქტის თვითმხილველია. ყველა ამბობს, ვერაფერს იზამდა, ისე ახლოს იყო უკვე მატარებელი. სხვა არაფერი ვიცი. იმედია დაისჯება დამნაშავე” – ჰყვება თვითმხილველი.