Day: იანვარი 20, 2025
“ვაიმეეე…როგორ მიჭირს, ჩვენო თბილო, კეთილო, სიკეთით სავსე ნინო ექიმო…ყველას დააკლდი, ყველა ტირის…”- ავარიას ცნობილი ექიმი ემსხვერპლა
დღეს, დილით 11 საათზე ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, სოფელ გორაბერეჟოულის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა, რომელსაც გარდაცვლილი ექიმის მეუღლე, შაქრო კუტუბიძე მართავდა, მოცურდა და ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მძიმე ტრამვები მიიღო ნინო ექიმმა, რომლის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ექიმის მეუღლე კი ინფარქტით და სხვა შინაგანი დაზიანებებით ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. სოციალურ ქსელში ჩოხატაურში
„მენატრები, მჭირდები, რომ ვისუნთქო…ველოდები ნათლისღების სასწაულს” – ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის დედა ემოციურ მიმართვას ავრცელებს
ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ. ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა. არსებული ინფორმაციით, ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს. სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს ალექსანდრეს დედა. „მენატრები დეე…მალე ჩამეხუტე.. ძალიან მჭირდები დეე, მჭირდები, რომ ვისუნთქო…ველოდები ნათლისღების სასწაულს… 555 105 500 ნათია” – წერს ნათია დიაკვნიშვილი.