Day: იანვარი 21, 2025
22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ
ვალუტის კურსი კვლავ შეიცვალა რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8515 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8515 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8452 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0063 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9516 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9360 კურსი ლარს შეადგენდა.
“ხალხი ყვიროდა, ზოგი ფანჯრებიდან თეთრეულით ცდილობდა ცეცხლისგან თავის დახსნას, ზოგმა გადახტომა სცადა“ – თურქეთში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 66-მდე ადამიანი ემსხვერპლა – ახალი დეტალები
თურქეთში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე, ალი იერლიკაიაზე დაყრდნობით ავრცელებს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ხანძრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 51-ს აღწევს. ხანძარი თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში მდებარე 12-სართულიან სასტუმროში, ადგილობრივი დროით, 03:27 საათზე გაჩნდა. ბოლუს გუბერნატორის აბდულაზიზ აიდინის განცხადებით, შემთხვევის დროს სასტუმროში
ტემპერატურა დაიკლებს და -13 გრადუსი დაფიქსირდება – იანვრის ბოლომდე მოსალოდნელი ამინდი
ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე, „პრაიმტაიმთან“ იანვრის თვის პროგნოზზე საუბრობს. „21, 22 და 23 იანვარს გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება დასავლეთ საქართველოში, ხოლო აღმოსავლეთში მცირე ნალექი. 24-25 იანვარს, მთასა და მაღალ მთაში მოთოვს. ზოგადად მთლიანად იანვარში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებისთვის და კოლხეთის დაბლობისთვის, 6-7 გრადუსი არის საშუალო ტემპერატურა, რაც ერთი გრადუსით მაღალია, საშუალო
სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-დან 66-მდე გაიზარდა
თურქეთში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა. მედიის ცნობით, დაშავებულთა რიცხვიც 51-მდე გაიზარდა. „სამწუხაროდ, ამ სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 66 ადამიანი დავკარგეთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ. ჯანდაცვის მინისტრმა ქემალ მემიშოღლუმ განაცხადა, რომ დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 17 დაშავებული საავადმყოფოდან გაწერეს. ცნობისთვის, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სამსახურის ბრიგადები, მათ
მეცხრე დღეა თბილისში დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ – რა ინფორმაცია არის ცნობილი ამ წუთისთვის
მეცხრე დღეა თბილისში დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ „მოგმართავთ თხოვნით, ისევ ვეძებთ ლევანს რომელიც 12 რიცხვის მერე დაკარგულია… ოჯახს და ახლობლებს არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია… გარდა იმ ლოკაციისა სადაც ბოლოს მისი ტელეფონი გაითიშა… გთხოვთ, თუ სადმე შენიშნეთ, აუცილებლად დაგვიკავშირდით მჯერა, რომ შევძლებთ და დავუბრუნებთ დედას თავის შვილს. 555 22 03 37“,- წერენ ახლობლები.
ავიაკატასტროფას მხოლოდ 12 წლის გოგო და პილოტი გადაურჩნენ
ბრაზილიაში, მაშველებმა, 12 წლის გოგონა, რომელიც ავიაკატასტროფას გადაურჩა, ტყეში იპოვეს და გამოიყვანეს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ვერტმფრენი უამინდობის გამო ჩამოვარდა. ვერტმფრენში სულ 4 ადამიანი, 12 წლის გოგო, მისი მშობლები და პილოტი იმყოფებოდნენ. ავიაკატასტროფას გოგოს მშობლები ემსხვერპლნენ, პილოტი და მოზარდი კი გადარჩნენ. მაშველებმა გადარჩენილები ავიაკატასტროფის მეორე დღეს ტყეში იპოვეს. ისინი სან-პაოლოს საავადმყოფოში იმყოფებიან.
თურქეთში მიწისძვრა მოხდა – რა ვითარებაა ადგილზე?
თურქეთში, ქალაქ სივასში მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ, 3.9 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბიძგების ეპიცენტრი მიწის ქვეშ, 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
14 თვის ბავშვი კლინიკაში დაიღუპა – რენტგენის სურათზე გამოჩნდა, რომ მას მონეტა ჰქონდა გადაყლაპული
დიდ ბრიტანეთში, კორნუოლის ჰოსპიტალში 14 თვის ბავშვი დაიღუპა, რენტგენის სურათმა აჩვენა, რომ მას 10 პენიანი მონეტა ჰქონდა გადაყლაპული. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, მამას ეგონა, რომ ბავშვს ეძინა, თუმცა ის 30 წუთის გარდაცვლილი აღმოჩნდა. ექიმებმა მისი რეანიმირება ვერ შეძლეს. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ხანი იყო მონეტა ბავშვის ორგანიზმში გაჭედილი. გამოძიებამ გაარკვია, რომ ბავშვს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში
სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)
თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად 32 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს. ამავე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სამსახურის ბრიგადები, მათ შორის 30 სახანძრო მანქანა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების 28 მანქანა. ცეცხლის ჩაქრობისა და სამაშველო ოპერაციაში 231 სპეციალისტი იყო ჩართული. შემთხვევის დროს სასტუმროში 234 სტუმარი იმყოფებოდა. ხანძრის