Day: იანვარი 26, 2025
27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი ძალიან აქტიური, მოვლენებით მდიდარი დღეა. გაითვალისწინეთ, რომ გრძნობებმა შეიძლება კარიერაში ხელი შეგიშალოთ, ამიტომ არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. ხელსაყრელი დროა ექიმთან ვიზიტისთვის, განსაკუთრებით, თუ ბოლო დროს უცნაურ სიმპტომებს გრძნობთ. ბევრი ვერძი საღამოს სიყვარულსა და გართობას დაუთმობს. კურო აქტიური დღეა, რომელიც საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას მოგცემთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რადგან იზრდება ნერვიულობის გამო ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა.
ლუკაკუს წარმოუდგენელი სიტყვები ხვიჩას მისამართით – რა დაუკომენტარა ნაპოლის ფორვარდმა პსჟ-ში გადასულ კვარაცხელიას?
ხვიჩა კვარაცხელია ყოფილი თანაგუნდელის რომელუ ლუკაკუს თამაშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ლუკაკუმ ნაპოლისთვის მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და გუნდს “იუვენტუსთან” გამარჯვებაში დაეხმარა. აღნიშნულს კვარაცხელია ლომის სიმბოლოებით გამოეხმაურა, რასაც ლუკაკუმ უპასუხა “ჯადოქარო, მომენატრე ძმაო”
ანრი ჯოხაძე “იმედზე” ნოე სულაბერიძესთან იყო გადაცემაში.სადაც ხმაურიანი განცხადება გააკეთა , ხალხმა ეს მასზე არ იცოდა
მომღერალი ანრი ჯოხაძე “იმედზე” ნოე სულაბერიძესთან იყო გადაცემაში და საკუთარ ძმაზე ისაუბრა: “მყარი ეჭვი მაქვს, რომ ჩემი ძმა ცოცხალია და ის გააშვილეს. იმ წლებში ძალიან ბევრი ფაქტი მომხდარა ბავშვების მოპარვის და გაშვილების. ბოლო დროს ხალხი ამაზე ღიად ალაპარაკდა… ვესაუბრე თამუნა მუსერიძეს და მან დამაკვალიანა თუ როგორ დამეწყო გამოძიება”, – ამბობს ანრი. ანრიმ ასევე ისაუბრა იმაზე,
(VIDEO) ცოფით დაავადებული დათვი ადამიანს ქუჩაში თავს დაესხა – მომხდარი შემთხვევის კადრები მედიაში ვრცელდება
აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, ცოფით დაავადებული დათვი ადამიანს ქუჩაში თავს დაესხა. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს. თავდასხმის კადრები მედიაში გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ დათვი მამაკაცს მიუახლოვდა, თავს დაესხა და კბენა დაუწყო. პენსილვანიის ნადირობის კომისიის განცხადებით, მსგავსი ქმედება დათვებს არ ახასიათებთ და ეს ნორმალური არ იყო. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავდასხმის შემდეგ დათვი ადგილობრივმა ცეცხლსასროლი
საქართველოში ნისლია მოსალოდნელი – 26 იანვრის ამინდის პროგნოზი
26 იანვარს, კვირას საქართველოში მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. Meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან მცირე ნალექი. აღმოსავლეთის ქარი10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +10, +15°; მთაში დღისით +5, +10°; მაღალმთაში დღისით +1, +6°. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან მცირე ნალექი და ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +4, +9°;
როგორ შეაფასა ლუის ენრიკემ კვარას პირველი თამაში პსჟ-ს შემადგენლობაში
პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო თამაში დადებითად შეაფასა. „კვარასთვის პირველი მატჩი რთული იყო, მაგრამ კარგად ითამაშა. ის თანაგუნდელების და მეტოქეების გაცნობის პროცესშია. ეს კარგი ამბების მხოლოდ დასაწყისია”, – განაცხადა ენრიკემ. შეგახსემებთ, 23 წლის ქართველმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა მიითვალა.
12 წლის მოზარდის მკვლელობის ფაქტზე 14 წლის ბიჭი დააკავეს
ბირმინგჰემში 12 წლის მოზარდის მკვლელობის ფაქტზე 14 წლის თინეიჯერი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მოკლული მოზარდი 12 წლის ლეო როსია, რომელიც სამშაბათ შუადღეს სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა მუცლის არეში, ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს.
20 წლის წინ დაკარგული შვილი დედამთილმა შვილის საცოლეში ამოიცნო – ქორწილი მაინც შედგა და ქალი ერთდროულად გახდა დედაც და დედამთილიც
ჩვილების მოპარვის საქმეზე ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში არაერთი მძიმე ისტორია მოვისმინეთ. როგორ ატყუებდნენ მშობიარობის შემდეგ ქალებს, რომ მათი შვილი დაიღუპა, ჩვილებს კი გარკვეულ ფასად უშვილო წყვილებზე ყიდდნენ. ჩვილების გაყიდვის საქმე არაერთი ქვეყნისთვის იქცა ტრაგედიად, განსაკუთრებულად ბოლო წლებში, როდესაც უამრავი ადამიანი იკეთებს დნმ-ის ანალიზს და ამ გზით ბიოლოგიურ მშობლებს პოულობენ. დიდი ნაწილი არკვევს, რომ მათ შვილი
იტალიაში 19 ქართველი ქალი დააკავეს – დეტალები
ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის იტალიაში 19 ქართველი ქალი დააკავეს. ისინი იქ მომვლელებად მუშაობდნენ. ინფორმაციას უდინეს პროკურატურა ავრცელებს. დამატებით კიდევ 17 ქალის წინააღმდეგ საჩივარია შესული და მათ მიმართ ასევე მიმდინარეობს საქმის წარმოება. გამოძიების დაწყების საფუძველი, ფისკალური კოდის მისაღებად, უდინეს შემოსავლების სამსახურისათვის ქართველების მიმართვიანობის მნიშვნელოვანი ზრდა გახდა ყველა მათგანს ევროკავშირის ქვეყნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ჰქონდათ