Day: იანვარი 22, 2025
23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება. ვერძი საყვარელ ადამიანთან
ვალუტის კურსი კვლავ შეიცვალა რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8612 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8515 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9782 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.9516 ლარს შეადგენს. თურქული ლირა გამყარდა, რომლის ღირებულებაც 0.0802 ლარს შეადგენს. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 23 იანვარს შევა ძალაში.
სადრენაჟო სისტემის დასათვალიერებლად ამოჭრილ ორმოში სამი ადამიანი ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა – საშინელი ტრაგედიის დეტალები
გაგრაში უბედური შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა ადგილობრივმა ტექნიკა და მუშები დაიქირავა, რათა სადრენაჟო სისტემა გაეთხარათ. მოგვიანებით ის ორ ახლობელთან ერთად ამოჭრილ ორმოში, სამუშაოების დასათვალიერებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა. ადგილზე “საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური” გამოიძახეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
“მრავალწლიან ემიგრაციაში დაასრულე შენი სიცოცხლე, მოულოდნელად შეწყდა შენი გულისცემა…”- ათენში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
ათენში, ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა – ინფორმაციას, „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „გარდაიცვალა ემიგრანტი ათენში ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, ნინო ბოჭორიშვილი. მთელი საბერძნეთის ათენის ემიგრაცია ტირის. მოულოდნელად შეწყდა შენი გულისცემა. მრავალწლიან ემიგრაციაში დაასრულე შენი სიცოცხლე.ვაი, რომ ძალიან ძნელია და უზომოდ ტკივილიანი ეს დღე შენი უბედური ოჯახისთვის. ყოველთვის მოგიგონებთ და გვემახსოვრები. ვერავინ და ვერაფერი შეცვლის შენს ადგილს. ჩვენს
თურქეთში საშინელი ხანძრის შემდეგ, ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც მოსახლეობაში პანიკა მოჰყვა – დაღუპულთა რაოდენობამ 77-ს მიაღწია
თურქეთში, ჩანაქკალე-აივაჯიკის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,2 მაგნიტუდა შეადგინა, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 23:38 საათზე მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბიძგების ეპიცენტრი მიწის ქვეშ, 8 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ბიძგები იზოლირებული შემთხვევაა და უფრო ძლიერი მიწისძვრა რეგიონში არ განმეორდება.
ვალუტის კურსი კვლავ შეიცვალა – რა ღირს დოლარი და ევრო დღეს
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8515 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8515 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8452 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0063 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9516 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9360 კურსი ლარს შეადგენდა.
რა სასჯელი დაეკისრათ აბუ დაბიში დაპატიმრებულ ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს
“მთავარი არხის” ინფორმაციით, აბუ დაბიში დაპატიმრებულ ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს მაქსიმალური ოდენობის ჯარიმა – 80 000 დოლარი დაეკისრათ. ისინი საქართველოში დაბრუნდნენ. წყაროს ცნობით, მათი დაკავების შემდეგ კობახიძემ თანაგუნდელების გასათავისუფლებლად რამდენიმე ზარიც განახორციელა, თუმცა ამის მიუხედავად, დეპუტატები იზოლატორში მაინც დატოვეს.
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, ჩანაქკალე-აივაჯიკის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 5.2 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 23:38 საათზე მოხდა. მიწისძვრა მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბიძგების ეპიცენტრი მიწის ქვეშ, 8 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ბოლო ცნობები: თურქეთში სამთო-სათხილამურო კურორტზე გაჩენილ ხანძარს 76 ადამიანი ემსხვერპლა
თურქეთში ბოლუს რეგიონში კარტალკაიას სამთო-სათხილამურო კურორტზე განთავსებულ ერთ-ერთ სასტუმროში გუშინ გაჩენილ ხანძარს, ბოლო მონაცემებით, 76 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 51 დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ტრაგიკულ ინციდენტზე პასუხისმგებელი ყველა პირი დაისჯება. კართალკაიას სათხილამურო კურორტი სტამბოლიდან 270 კილომეტრის მოშორებითაა. სასტუმრო მთის ფერდობთან მდებარეობს, რამაც საგანგებო სამსახურებს ცეცხლის ჩაქრობა და სამაშველო ოპერაცია
ბათუმში დაკარგულ მოზარდს მეშვიდე დღეა ეძებენ – ნახეთ ვიდეო, ცრემლს ვერ შეიკავებთ
უკვე მეშვიდე დღეა, ბათუმში დაკარგულ მოზარდს ეძებენ. 14 წლის ალექსანდრე მიქელაძის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა. ალექსანდრე მიქელაძე 16 იანვარს, საღამოს საათებში გაუჩინარდა. არსებული ინფორმაციით, მისი პირადი ნივთები და ტელეფონი ბულვარში, სანაპიროსთან იპოვეს. „დეე, მჭირდები…მენატრები… ყველას გვენატრები…“ – წერს ალექსანდრეს დედა, ნათია დიაკვნიშვილი. ნებისმიერი სახის ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით 112-ს, ან დაკარგული მოზარდის ოჯახს – ტელეფონის ნომრებზე