Day: იანვარი 29, 2025
ზუგდიდში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ცნობით, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა. სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ ცეცხლის ლიკვიდირება მოახერხეს, თუმცა კაცი უკვე დაღუპული იყო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი და სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
“ქირით ცხოვრობდნენ და ბინის პატრონმა ცხედრის დასვენების უფლება არ მისცა…”- რას აცხადებს დაღუპული ბიჭის სკოლის დირექტორი
რიყის პარკის მიმდებარედ მომხდარ უბედურ შემთხვევას თბილისის 132-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე იოსებ ადეიშვილის სიცოცხლე შეეწირა. უბედური შემთხვევა 25 იანვარს მოხდა. მისი გადარჩენა მასთან ერთად მყოფმა ბავშვებმა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. სულისშემძვრელია სკოლის დირექტორის მონათხრობი. თამარ მაჭარაშვილი, 132-ე საჯარო სკოლის დირექტორი: – იოსები ჩვენი სკოლის მოსწავლეა, ძალიან განვიცდით ამ უმძიმეს ამბავს. დიდი უბედურება დატრიალდა, ოჯახი
გარდაცვლილი 16 წლის ბიჭის დედამ პირველი კომენტარი გააკეთა -“პატარები (ბიჭის მეგობრები) დაიბნნენ და ვერაფერი უშველეს, ყვიროდა, დამეხმარეთო…”
რიყის პარკთან გარდაცვლილი 16 წლის ბიჭის დედა პირველ კომენტარს აკეთებს. სკოლის მოსწავლის ოჯახი კახა კალაძეს მიმართავს და საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. „ჩემი ბიჭი ჩემი დიდი ფრთა იყო. ძალიან მძიმე პირობებში გავზარდე – ქირიდან ქირამდე. ამბობდა, ეს არის ცხოვრება? – ჩემი ოთახი არ მაქვს… პატარები (გარდაცვლილის მეგობრები) დაიბნნენ და ვერაფერი უშველეს. ყვიროდა, დამეხმარეთო. რიყის დოქებთან 3 მეტრამდე
თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულია 20 ადამიანი – ტრაგიკული შემთხვევის დეტალები
სამხრეთ სუდანში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. დაღუპულებს შორის ჩინეთის 2 მოქალაქე, ერთი ინდოელი და ორი პილოტია. უცხოური მედია თავდაპირველად 18 დაღუპულის შესახებ იტყობინებოდა, მოგვიანებით გაირკვა, რომ გადარჩენილებიდან 2 ადამიანი გარდაიცვალა. სულ თვითმფრინავში 21 მგზავრი იმყოფებოდა, ერთი ადამიანი გადარჩა. გადარჩენილი, სამხრეთ სუდანელი ინჟინერია, რომელიც ნავთობის საბადოზე მუშაობს. შემთხვევის გამომწვევი გარემოებების
სკოლის მოსწავლე რიყის პარკში ტრაგიკულად დაიღუპა – ვინ აღმოჩნდა 16 წლის ბიჭი, რომლის გადარჩენასაც მეგობრები ცდილობდნენ?
25 იანვარს, თბილისში ტრაგედია დატრიალდა, რიყის პარკის სიახლოვეს 132-ე სკოლის მოსწავლე, 16 წლის იოსებ ადეიშვილი წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. მომხდარზე უბედურ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს თბილისის მერია, რომელშიც ვკითხულობთ: “გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, 16 წლის მოზარდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, რიყის პარკში მდებარე ღია თხრილში
რიყის პარკში მოზარდი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა – ახლახან შემზარავი ინფორმაცია გავრცელდა
არსებული ინფორმაციით, რიყის პარკში მოზარდი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მე-8 კლასელი ბიჭის გადარჩენა მეგობრებმა სცადეს, თუმცა უშედეგოდ. გავრცელებული ცნობით, შემთხვევა შაბათს მოხდა. თხრილი, სავარაუდოდ, წყლით იყო სავსე. ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში.
„შესაძლოა, ალექსანდრე იყოს საქართველოს რომელიმე ქალაქში…” – ბათუმში დაკარგულ ბიჭზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება – ოჯახის ახლობელი საზოგადოებას მიმართავს
ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის ოჯახის ახლობელი მედეა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. „ჩემო ძვირფასო მეგობრებო, შესაძლოა, ალექსანდრე იყოს საქართველოს რომელიმე ქალაქში. გთხოვთ, ყურადღება გამოიჩინოთ და თუ სადმე დაინახავთ, დაუკავშირდეთ ოჯახს, სიფრთხილით მოახერხოთ ფოტოს გადაღება. ალექსანდრე არის 14 წლის, დაიკარგა 16 იანვარს. გვაქვს თქვენი ჩართულობისა და გულისხმიერების იმედი. მალე დაგვიბრუნდი ალექსანდრე. ყველანი გელოდებით. გფარავდეს უფალი. გთხოვთ,
ნინი ბადურაშვილი ტელეკომპანია „იმედიდან” წავიდა – რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება და არის თუ არა მომღერალი ქუჩაში მიმდინარე პროტესტის გულშემატკივარი?
ნინი ბადურაშვილმა ტელეკომპანია „იმედი” დატოვა. გადაცემა „პრაიმშოუში”, რომლის წამყვანიც რვა წლის განმავლობაში იყო, ახლა მას ეკო ფანგანი ჩაანაცვლებს. გადაცემის წამყვანებად რჩებიან ნინო ნადირაძე, ნოე სულაბერიძე, ანრი ჯოხაძე და ირაკლი მაქაცარია. შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პროცესების გართულების ფონზე, გადაცემა ნინიმდე სალომე ღვინიაშვილმა დატოვა, თუმცა მოდელსა და ტელეწამყვანს, მიზეზები არ დაუკონკრეტებია. ნინი ამბობს, რომ ახლა სიმღერისთვის უფრო მეტი
“გუშინ, ღამით გახდა ცუდად, ოპერაციას უკეთებდნენ, მაგრამ ვერ გადაარჩინეს” – რას ამბობს ლევან ლელაშვილი ალეკო თეთრაშვილის გარდაცვალებაზე
მსახიობი და პაროდისტი, ალეკო თეთრაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისმა ახლობლებმა გაავრცელეს. მათი ინფორმაციით, ალეკო თეთრაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულთან დაკავშირებული პრობლემა გახდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავდაპირველად მომღერალმა დავით არჩვაძემ გაავრცელა. “აი, ამ სიყვარულით, ღიმილით, იუმორით, კაცობით სავსე ღირსეულმა კაცმა დამაობლა…“ – წერს მსახიობის შვილი ნიკოლოზ თეთრაშვილი. ბატონი ალეკოს გარდაცვალებით მისი მეგობრები და კოლეგები შოკში არიან. მოულოდნელი
Kaspersky Automated Security Awareness Platform გაფართოვდა ტოპ მენეჯერების, მიწოდების ჯაჭვებისა და სამედიცინო მონაცემების დაცვის მოდულებით
თბილისი, 29 იანვარი. „კასპერსკის ლაბორატორიამ“ გააფართოვა სასწავლო კურსების პორტფოლიო Kaspersky Automated Security Awareness Platform-ზე ციფრული წიგნიერების გაუმჯობესების მიზნით. როგორც „კასპერსკის ლაბორატორია“ გვაცნობებს, კომპანიის თანამშრომლებს ახლა შეეძლებათ ისწავლონ, თუ როგორ დაუპირისპირდნენ ტოპ- მენეჯმენტზე დაიზნებულ ფიშინგ სქემებს ან კიბერშეტევებს კონტრაქტორების მეშვეობით. კიდევ ერთი ახალი მოდული ეძღვნება ჯანდაცვის სექტორის ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციფიკას. თავდასხმები ტოპ- მენეჯმენტზე და თავდასხმებითითქოს ტოპ-მენეჯმენტის სახელით: უეილინგი (whaling) და მისი შედეგები. ეს კურსი სასარგებლო იქნება როგორც მენეჯერებისთვის, ასევე რიგითი